in

ვიდეო: ბითაძის 4 ქულა და მოგება ტორონტოსთან

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში, “ტორონტო რეიპტორსი” 125:113 დაამარცხა და “პლეი-ინში”(მინი პლეი-ოფი) თამაში გაინაღდა.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა პარკეტზე 11:06 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

“პეისერსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, სადაც მეტოქეს 12 ქულით აჯობა და საბოლოო ჯამში, შეხვედრაც ამ სხვაობით მოიგო. საუკეთესო ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 31 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. ორმაგი დუბლები „ინდიანას“ მხრიდან ასევე ჰქონდათ დომანტას საბონისს (26 ქულა და 16 მოხსნა) და ტი ჯეი მაკკონელს (12 ქულა და 17 მოხსნა). „ტორონტოდან“ ყველაზე შედეგიანი ფლინი იყო 27 ქულით.

ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა რეგულარული სეზონი დაასრულა და პლეი-ოფში გასასვლელად პლეი-ინში მიიღებს მონაწილეობას, სადაც „შარლოტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 მაისს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოკოს იღბლიანი საგურამო, მსაჯის შეცდომა და ათამაშებული ტორპედო – ეროვნული ლიგა

მილანმა იუვეს შანსი დაუტოვა, მაგრამ… ტურინში მსაჯმა იკაცა (37-ე ტური)