in

ვიდეო: ბითაძის 19 წუთი და 6 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ

NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილმა “ინდიანა პეისერსმა”. ნიოტ ბიორკგრენის გაწვრთნილი გუნდი “ჩიკაგო ბულსს” დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში 27-ე მარცხი განიცადა – 97:113.

ლიეტუველი კალათბურთელის არყოფნაში სათამაშოდ დიდი დრო მიეცა გოგა ბითაძეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 18:39 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მან 3-დან ორი 2-ქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ უშედეგოდ. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ქართველი კალათბურთელის ასისტების რაოდენობა, რადგან ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია NBA-ში.

“პეისერსიდან“ 20 ქულით საუკეთესო კარის ლევერტი იყო.

„პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მატჩის შემდეგ მსაჯის ასისტენტმა ჰაალანდისგან ავტოგრაფი აიღო

მანუჩარ კვირკველიას მეექვსე შვილი შეეძინა