გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში “მოლუოკი ბაქსი” 142:133 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
გოგა დაცვაშიც აქტიურობდა, მაგრამ იანის ანტეტოკუმპოს გაჩერება მასთან ერთად „ინდიანას“ ვერცერთმა კალათბურთელმა მოახერხა და საბოლოო ჯამში, ბითაძემ 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
“ინდიანამ“ საპლეიოფო გადათამაშების საგზური წინა შეხვედრაში გაინაღდა. ახლა კი ნეიტ ბიორკგრენის გუნდს რეგულარული სეზონის ამოწურვამდე 2 მატჩი აქვს დარჩენილი. მომდევნო შეხვედრას „პეისერსი“ ხვალ, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings