მორიგი შეხვედრა გამართა NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”, რომელმაც “მინესოტას” უმასპინძლა და საკმაოდ სანახაობრივ დაპირისპირებაში 141:137 დაამარცხა.
დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის არყოფნაში გოგა ამ სეზონში პირველად მოხვდა “პეისერსის” სასტარტო ხუთეულში და პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ შვიდი ორქულიანიდან ოთხი ჩააგდო და ორი ბურთიც პერიმეტრიდან ზუსტი სროლის შემდეგ მოათავსა კალათში.
აღსანიშნავია ის, რომ 14 ქულა ბითაძის NBA-ში ყოფნის პერიოდში საუკეთესო შედეგია, აქამდე მას 13 ქულა „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ჰქონდა მოპოვებული.
„პეისერსიდან“ საუკეთესო ტი ჯეი მაკკონელი იყო, რომელმაც 19 ქულითა და 15 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
„ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს „ორლანდოს“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings