ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ შინ „ატლანტა ჰოუქსს“ შეხვდა და 117:110 დაამარცხა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა.
მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე „ორლანდო “ წინ 2 ქულით იყო, თუმცა სადიქ ბეის ეფექტურად ჩაგდებული ორქულიანით „ჰოუქსმა“ გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, რომელიც „ორლანდომ“ 12:5 მოიგო.
ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში ბითაძე. მან მოედანზე 27:35 წუთი გაატარა და თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა – 11 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება. ბითაძემ 6-დან 5 ბურთი ჩააგდო, 2 დან 1 საჯარიმო, ხოლო მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +14 შეადგინა.
„ორლანდო მეჯიქს“ 21 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. „მეჯიქი“ 10 იანვარს „მინესოტა ტიმბერვულვზს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings