in

ვიდეო: ბითაძე სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – მოგება და პირადი რეკორდი ტორონტოში

გოგა ბითაძე სამმაგ დუბლს უახლოვდება. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქმა 3-მატჩიანი უიღბლო გასვლითი სერია შეწყვიტა და ტორონტოში 106:97 გაიმარჯვა, ფლორიდელთა ქართველ ცენტრს კი სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. ანუ ბითაძემ 7 პასის მითვლით პირადი რეკორდი დაამყარა შედეგიან გადაცემებში, მთლიანობაში კი მის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. გოგა, სასტარტო ხუთეულში, 30 წუთი ითამაშა და პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ჰქონდა.

ორლანდომ მაინც მოიგო იმის მიუხედავად, რომ ჯალენ საგსიც გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ გუნდს ტრავმის გამო 3 წამყვანი მოთამაშე – პაოლო ბანკერო და ძმები – ფრანც და მორის ვაგნერები აკლიათ. მათ არყოფნაში საგსი ბითაძის მეწყვილედ და მასთან ერთად გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. მან პირველ პერიოდში მოედანი წელის ტკივილის გამო დატოვა – ისე, რომ მეტოქესთან კონტაქტი არ ჰქონია.

და ორლანდოელებმა მაინც მოიგეს, რაც ქართველი ცენტრის უდიდესი დამსახურებაა. როგორც გითხარით, მან 7 პასი მიითვალა, რაც მის კარიერაში უმაღლესი შედეგია. ორლანდოს ბომბარდირი 25 ქულით გერმანელ-ბრაზილიელი ტრისტან და სილვა გახდა, თუმცა საერთო შედეგიანობით პირველი ბითაძე გახლდათ, რომელმაც 7-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ ბითაძის მე-8 ორმაგი დუბლი ბოლო 11 მატჩში, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-14 ორმაგია. წინა შეხვედრაში, რომელიც ორლანდოელებმა პირველ იანვარს, დეტროიტში გამართეს და 96:105 წააგეს, ბითაძემ 8 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ბოლო 2 მატჩში მის ანგარიშზე 13 პასია, რაც კარგი გამთამაშებლის შედეგია.

ორლანდოს 21 მოგება, 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება. შემდეგ შეხვედრას მეჯიქი ორლანდოში, 6 იანვარს, იუტა ჯაზთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაიყვანს გერმანულ გუნდში: კიტეიშვილი ჰოფენჰაიმში?

ბუდუ ბუნდესლიგაში: ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ფეხბურთელია