გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და მისმა გუნდმა ისევ მოიგო. „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა – შინ „შარლოტ ჰორნეტსი“ დაამარცხა: 114:89.
ამ ჯერზე ქართველის სტატისტიკა ასეთი გამოვიდა: 20 წუთი, 9 ქულა (4/3 ორქულიანი, 4/3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.
„ორლანდოს“ ახლა უკვე 6 მოგება და 6 წაგება აქვს.
მომდევნო მატჩს კი ისევ შინ ჩაატარებს „ინდიანა პეისერსთან“ 14 ნოემბერს.
GIPHY App Key not set. Please check settings