სანტიაგო დელ ესტეროში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ, არგენტინასა და ჩილეს შორის (1:1), დიეგო მარადონას ქანდაკების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მარადონას გარდაცვლების შემდეგ არგენტინამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთის ლეგენდა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარადონამ არგენტინის ნაკრებს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ოქრო, 1990 წელს კი ვერცხლი მოუტანა. ხოლო მწვრთნელის ამპლუაში 2010 წელს მისი გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings