in

ვიდეო: არგენტინა „მის სამყაროზე“ მარადონას ფორმით წარდგა

სილამაზის კონკურს „მის სამყაროს“ არგენტინელი მონაწილე ალინა ლუს აკსელრადი კონკურსზე დიეგო მარადონას ფორმით გავიდა.

ეროვნული კოსტუმების ჩვენებაზე 22 წლის გოგონა „ალბისელესტეს“ თეთრ-ცისფერი მაისურით წარდგა, რომელსაც 10 ნომერი ეწერა. ალინას მაღალი გეტრებიც ეცვა და ფეხბურთის ბურთიც თან ჰქონდა.

შემდეგ აკსელრადმა მაისური შეიხსნა და მარადონას გამოსახულება აჩვენა.

მაისურის ზურგზეც რა თქმა უნდა მარადონა ეწერა.

„ჩემი არგენტინული კოსტუმი ვნებითაა შთაგონებული, რაც გვაერთიანებს იმ გრძნობით, რომ 23 პროვინციას აიძულებს ერთად იყვიროს ყოველი გოლის შემდეგ. ეს სიამაყეა, როდესაც მოგზაურობ და გესმის: „ეი მესი, მარადონა“ – ეს არგენტინაა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კოსტუმის თემით“, – ახსნა გოგონამ.

კონკურსი ფლორიდაში, Seminole Hard Rock Hotel & Casino ტარდება. ძირითადი შეჯიბრი 16 მაისიდან იწყება.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე: ცოტა ეგოისტი ვარ, მთავარია ნებისმიერი ხერხით გავიტანო

ბარსელონაში ახალი გუნდი კეთდება, იტალიაში ხელფასებს ვერ არიგებენ, სიტი ისევ რეკორდებს დასდევს – ამბები მოკლედ