საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ფავორიტების შეხვედრა შედგა – ბექა საღინაძის „ლიონმა“ „ტულუზას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრის მე-15 წუთზე, როდესაც ანგარიში ტულუზელთა სასარგებლოდ 3:0 იყო, ლიონის მრავალფაზიანი შეტევა ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა ბექა საღინაძემ.
მასპინძლებმა საბოლოოდ 25:19 გაიმარჯვეს.
7 ტურის შემდეგ 21 ქულით „ლიონი“ მესამე ადგილზეა, „ტულუზა“ კვლავ პირველია.
GIPHY App Key not set. Please check settings