in

ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს: სანიოლი თბილისში სხვა ფეხბურთელებს ათამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

საქართველომ სომხეთი დაშალა და B ლიგაში რჩება

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფსა.

ვილი სანიოლი:

„ვფიქრობ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კონტრშეტევებზე კარგი თამაშით აქამდეც გამოვირჩეოდით, პირველ ნახევარში კი უფრო პოზიციურად ვცადეთ თამაში და ეს საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თამაშის ხასიათი შეიცვალა და ტემპიც აღარ იყო ისეთი მაღალი.

საპასუხო მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. გვიბრუნდება გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ყოველთვის, ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ექნებათ სურვილი მაჩვენონ მე და მთელ ქვეყანას, რომ იმსახურებენ თამაშს.

გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. სომხეთის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ ისინი დიდ სივრცეებს დატოვებდნენ. მიქაუტაძეს, საკუთარი სისწრაფის ხარჯზე, ამ სივრცეების ათვისების შესაძლებლობა ექნებოდა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

დღეს, ოთხი მცცველით ვითამაშეთ და ცენტრალურ ზონაში ლოჩოშვილი-გოგლიჩიძე მოქმედებდნენ. კაშია თამაშს ტოვებდა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყოს გარკვეული სიახლეებისთვის. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით დაცვაში. იმედი მაქვს, კვირას იგივე დონის თამაშს ვიხილავთ, თუნდაც სხვა ფეხბურთლების შესრულებით”.

საქართველო – სომხეთის საპასუხო მატჩი 23 მარტს, თბილისში გაიმართება. შეხვედრა დინამო არენაზე შედგება და 18:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

65525

საქართველომ სომხეთი დაშალა და B ლიგაში რჩება

მითხრა ამდენ ქართველს არ ველოდითო: ბიჭების კომენტარები