საქართველოს ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე შედგა. მიუხედავად დადებითი გამოხმაურებისა, არის გულდაწყვეტა, რადგან წავაგეთ თამაში, რომლის არწაგება შეიძლებოდა. ერთადერთი გოლი კი გიორგი ქოჩორაშვილის ასისტენტობით გავიდა, რომელსაც მოგვიანებით თავადაც ჰქონდა მშვენიერი შანსი ანგარიშის გასათანაბრებლად.
საქართველოს ნაკრების ნახევარმვველმა სოცქსელში მცირე პოსტი დაწერა:
„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის.
მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან“.
GIPHY App Key not set. Please check settings