in

ვერ შევძლებდი 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას: ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება უნდა მოგვცეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს, ჩვენმა გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეკრება შეაფასა და მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

“ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან.

შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვერკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას წინამძღოლობით ვირტუსმა მილანოს ფინალური სერია გაუთანაბრა

უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც ჩემპიონატზე გვინდა