საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო, გადამწყვეტი თამაში ჩეხეთთან სტუმრად 1:2 წააგო და ჯგუფში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
პირველობა გვინდოდა და მესამეზე აღმოვჩნდით: საქართველომ გადამწყვეტი წააგო
ვილი სანიოლი:
„პირველი ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა, ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა.
მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსივობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით.
პირველი 20-30 წუთი საშინლად ვითამაშეთ და სწრაფი ცვლილები იყო საჭირო. საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ახლო წარსულის წარმატებებმა და ერთა ლიგის კარგმა დასაწყისმა დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა დაფიქრება, შეცვლა და ისევ წინსვლა გვმართებს.
ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. B ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ”.
GIPHY App Key not set. Please check settings