in

ვერცხლი მოსკოვიდან: შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონატზე მეორეა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, შეჯიბრი 61 კგ-ში გაიმართა და ფიცარნაგზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა: რამინ შამილიშვილი და 2018 წლის ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე.

ატაცის დისციპლინაში შამილიშვილს პირველ ცდაზე 124 კგ ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც მარტივად დაძლია. შემდეგი ორი ცდა კი, სამწუხაროდ გააფუჭა და პირველი დისციპლინა მხოლოდ 144 კგ-თი მერვე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება შოთა მიშველიძეს. შოთას პირველი ცდა 129 კგ-ზე გაუფუჭდა, მაგრამ შემდეგ 131 და 135 კილოგრამები მარტივად დაძლია და მცირე ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ატაცში მასზე კარგი მხოლოდ ბულგარელი სტილიან გროზდევი იყო (136 კგ)

აკვრაში შამილიშვილმა პირველი ორი ცდა 147 და 155 კგ-ზე წარმატებით გამოიყენა, მაგრამ 159 კგ-იანი შტანგის აწევა ვერ მოახერხა.

შოთა მიშველიძემ კი, პირველი მისვლა 155 კგ-ზე მარტივად დაძლია. მეორე ცდაზე 159 კილოგრამის შტანგა ხელიდან დაუვარდა. მესამე ცდაზე შოთამ ტრავმის მიუხედავად, მაინც ოქროს შეუტია, მაგრამ 162 კილოგრამის დაძლევა ვერ მოახერხა.

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი 296 კილოგრამით ბულგარელი სტილიან გროზდევი გახდა. მიშველაძე 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაჯერდა. ბინჯაო კი, თურქ ფერდი ჰარდალს დარჩა (287 კგ)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია

ესპანეთში რასისტული სკანდალია: კადისი-ვალენსია 25 წუთით შეწყდა