in

ვერცხლის კოლექციონერი: დორტმუნდზე ხშირად მეორე არავინაა – მწუხარე სტატისტიკა

„ბორუსია“ ისევ ჩემპიონობის გარეშე დარჩა – ზედიზედ მე-11 სეზონია. ამ დროში დორტმუნდელები მეორე ადგილის კოლექციას აგროვებენ.

მაინც ბაიერნი: ბუნდესლიგის საოცარი დასასრული – დორტმუნდმა მეტოქეს ჩემპიონობა მიართვა

2013 წლიდან მოყოლებული „ბორუსია“ მეშვიდედ გახდა მეორე (2013, 2014, 2016, 2019, 2020, 2022, 2023), ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი (2017, 2021), ერთხელაც – მეოთხე (2018) და მეშვიდე (2015).

თუ 11 სეზონის მონაკვეთს ავიღებთ, გამოდის, რომ ოქროსთან ასე ახლოს არავინ ყოფილა.

ზოგან სატურნირო მდგომარეობა საბოლოო ჯერ არ არის, ამიტომ მეორე ადგილი დღევანდელი დღის მონაცემებითაა აღებული.

ვინ იკავებს მე-2 ადგილს ტოპ ლიგებში ყველაზე ხშირად

გერმანია

7 – დორტმუნდი
2 – ლაიპციგი
1 – შალკე
1 – ვოლფსბურგი

ესპანეთი

5 – რეალი
4 – ბარსელონა
2 – ატლეტიკო

იტალია

4 – ნაპოლი
3 – რომა
2 – ინტერი
1 – მილანი
1 – ლაციო

ინგლისი

3 – სიტი
3 – ლივერპული
2 – არსენალი
2 – მანჩესტერი
1 – ტოტენჰემი

საფრანგეთი

3 – მარსელი
2 – პსჟ
2 – მონაკო
2 – ლიონი
1 – ლანსი

ბორუსია – ვერცხლის მთავარი კოლექციონერი

მეორე ადგილი

7 – ბორუსია
5- რეალი
4 – ბარსელონა, ნაპოლი
3 – რომა, სიტი, ლივერპული, მარსელი

გერმანიაში 11 სეზონში ახლოსაც კი ვერავინ მიდის „ბორუსიასთან“ – „ლაიპციგს“ 2 ვერცხლი აქვს. „შალკეს“ და „ვოლფსბურგს“ – თითო.

„დორტმუნდის“ მერე (7 მეორე ადგილი) ესპანური გრანდები მოდიან – „რეალი“ (5) და „ბარსა“ (4). აქვეა იტალიის ახალი ჩემპიონი „ნაპოლი“ (4).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

9 წელიწადი: მე-4 დივიზიონიდან პრემიერლიგამდე – ლუთონმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მატჩი მოიგო

ნაპოლიმ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ხვიჩამ ისევ ვერ გაიტანა და შეცვალეს