in

ვერსიები ნაპოლისა და კვარაცხელიას მოლაპარაკებაზე: ხვიჩა ექვს მილიონ ევროზე მეტს მიიღებსო

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, ანდრეა დამიკომ რადიო Marte Sport Live-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრობლემები შარშან ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლების შემდეგ შეიქმნა, რადგან თანაბარი დონის მოთამაშეებს შორის არათანაბარმა პირობებმა გუნდის გასახდელში დისბალანსი შექმნა.

„კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ოსიმენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამ „ნაპოლის“ გასახდელში დისბალანსი შექმნა. მესამე სკუდეტოს მოპოვებაში „ნაპოლის“ დიდწილად სწორედ კვარაცხელია დაეხმარა.

ასე რომ, ახლა ნორმალურია, ქართველმა ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდა მოითხოვოს. „ნაპოლი“ ელაპარაკება ხვიჩას მენეჯერს, მამუკა ჯუღელს, რომელსაც ვიცნობ და რომელსაც მოლაპარაკების უნარი გააჩნია. ვფიქრობ, საბოლოოდ მხარეები შეეცდებიან, წინააღმდეგობები შეამცირონ. გასაგებია, რომ „ნაპოლი“ ხელფასის გაზრდაზე თანახმა იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, არსებობს პარამეტრები, რომელსაც პატივი უნდა სცენ“, – ამბობს ანდრეა დამიკომ.

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო რადიო Goal Napoli-სთან კვარაცხელიასთან ხელშეკრულების განახლების დელიკატურ ისტორიაზე საუბრობს.

„აშკარაა, რომ კვარაცხელია ახლანდელზე მაღალ ხელფასს იმსახურებს. „ნაპოლიში“ შეცდომით მიაჩნიათ, რომ სიტყვიერ შეთანხმებას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ხელმოწერილ კონტრაქტს. როცა კვარაცხელიამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფინანსებზე ხუთ წუთში შეთანხმდნენ. ჯუღელმა და დე ლაურენტისმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მომავალ წელს შეხვდებოდნენ, მაგრამ „ნაპოლი“ გონს მხოლოდ ახლა მოვიდა. ქართველ ფეხბურთელს სთავაზობენ იმ პირობებს, რასაც ფეხბურთელი იმსახურებს.

ჩემი ინფორმაციით, დღევანდელი შეთავაზება წელიწადში ექვსი მილიონი ევროა ბონუსებით, ამ პირობებზე შეთანხმება კი ადვილად მისაღწევია. ანუ, მთლიანობაში, კვარაცხელია წელიწადში ექვს მილიონ ევროს ბევრად გადააჭარბებს. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, მაგრამ კლუბს და მოთამაშის გარემოცვას ოპერაციის წარმატებით დასრულების იმედი აქვთ“, – ამტკიცებს კარლო ალვინო.

ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯიომ რადიო Goal-თან განსხვავებული ინფორმაცია გააჟღერა. მან განაცხადა, რომ კლუბმა ფეხბურთელის გარემოცვას ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და ახლა საბოლოო პასუხს ელოდება, რათა საკითხი რაც შეიძლება მალე დაიხუროს.

„ნაპოლიმ კვარაცხელიას ოფიციალური წინადადებით მიმართა. „ნაპოლიმ“ შეცდომა დაუშვა, ახალი ხელშეკრულება „სკუდეტოს“ მოპოვების შემდეგ რომ არ გააფორმა. კლუბი ახლა ქართველს წელიწადში სთავაზობს 5.4 მილიონი ევროს, პლუს 600 ათასს ადვილად მისაღწევი ბონუსებით.

თუ გამოჩნდება კლუბი, რომელიც „ნაპოლიზე“ ორჯერ მეტს შესთავაზებს და ფეხბურთელი გადაწყვეტს, „ნაპოლისთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, იტალიური კლუბი შესაბამისი სატრანსფერო შეთავაზებას დაელოდება“, – განაცხადა ვალტერ დე მაჯიომ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსამ ბაიერნი დააგდო, სიტიმ ახალი რეკორდი დადო: ჩემპიონთა ლიგა

ვიდეო: ქუთაისმა ფიბა ევროპაზე გასვლითი შეხვედრა მოიგო