in

ვახტანგ სალია ინგლისში იმყოფებოდა და ნიუკასლის მწვრთნელს შეხვდა

ვახტანგ სალია ინგლისში იმყოფებოდა, სადაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ედი ჰაუსა და სპორტულ დირექტორს, პოლ მიჩელს შეხვდა. მან გუნდის სავარჯიშო ბაზა დაათვალიერა და ფეხბურთელები გაიცნო, – ამის შესახებ გამოცემა ChronicleLive იუწყება.

„„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალწვეული ვახტანგ სალია გუნდის ინფრასტრუქტურასა და სავარჯიშო პროცესს გაეცნო. ის კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად აგვისტოში გააფორმებს, როდესაც 18 წლის გახდება. ამჟამად კი ის საქართველოში, მშობლიურ „დინამო თბილისში“ თამაშობს.

„ნიუკასლმა“ ახალგაზრდა ფორვარდის გადაბირებისთვის არაერთ კონკურენტს აჯობა. სალიას მაღალი რეიტინგი და პროფესიონალური პოტენციალი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ინგლისში ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ სალიამ „სენტ ჯეიმს პარკზე“ ინგლისის თასის მატჩი ნახა, რომელშიც „ნიუკასლმა“ „ბრომლი“ 3:1 დაამარცხა. მის გვერდით კლუბის წარმომადგენლები და „ნიუკასლის“ საკვანძო ფიგურები ისხდნენ“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა აპატიე ყველას: საკითხი დღეს უნდა გაირკვეს – ყველაფერი კვარაზე

შეთანხმებულია: დღეს კვარა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება