in

ვახო აბდალაძე: ბედნიერი და ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების წევრობით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2022 წელი ისტორიული ჰქონდა. ჩვენმა ნაკრებმა Tier 1-ის ორი გუნდი იტალია და უელსი დაამარცხა და ქართულ რაგბის ახალი ეტაპიც დაიწყო. 2023 (მსოფლიოს წელიწადიც) დამაჯერებელი გამარჯვებებით დავიწყეთ. მართალია, ნიდერლანდები და გერმანია საკმაოდ სუსტი გუნდები არიან, მაგრამ შთამბეჭდავი გამარჯვება ყოველთვის სასამოვნოა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩებში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. მათ შორის, ერთ-ერთი 27 წლის ბურჯი ვახტანგ აბდალაძეა. აბდალაძე “ლენსტერის” ღირსებას იცავს, რომელიც PRO 14-ში ასპარეზობს და ევროპულ რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარაგბო კლუბია.

ვახტანგ აბდალაძე “ლენსტერის” შემადგენლობაში

აბდალაძე წარმოშობთ ქუთაისელია და რაგბის თამაშიც ქუთაისის “აიას” შემადგენლობაში დაიწყო. შემდეგ, ირლანდიაში წავიდა ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო და თამაშა კიდეც. ვახოს “სამყურების” შემადგენლობაშიც შეეძლო თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებშ შანსს ელოდა, მიღო კიდეც და ამით ბედნიერია.

2016 წელი. ვახო აბდალაძე ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ვახოს დავუკავშირდით და მას მოკლე კომენტარი ვთხოვეთ.

“დიდი პატივია, როდესაც მოედანზე საქართველოს ნაკრების მაისურით გამოდხარ.. ამაზე დიდი სიამაყის განცდა არ არსებობს. “-ვახტანგ აბდალაძე

ვახოს ნიდერლანდებთან განვლილ მატჩზეც და მომავალ მსოფლიო თასზეც ვკითხეთ.

“საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა. ნიდერლანდებმა ფიზიკურად საკმაოდ კარგად დაიწყო და თავიდან წნეხში მოგვაქციეს. ჩვენი მხრივ ბოლომდე ვიბრძოლეთ, შევძელით ამ წნეხის დაძლევა და მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. გვქონდა შეცდომები, რომლებსაც გავარჩევთ და ვეცდებით შემდეგი მატჩი უკეთესი იყოს.

მსოფლიო თასამდე ჯერ დიდი დროა. ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე გავიზარდოთ, უკეთესებ ვიყოთ და მთავარ სარაგბო ფორუმს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ.”-ვახტანგ აბდალაძე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი მზადაა ხვიჩას ხელფასი გაუორმაგოს და ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელოს: ორივე მზადაა დარჩეს

ვიდეო: შერმადინმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო