ქართული რაგბის გარშემო დაძაბული ვითარება ისევ გრძელდება. 24 თებერვლის საარჩევნო ყრილობა, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული, ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი აღნიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებდა. 27 თებერვალს გამგეობამ განმეორებითი საარჩევნო ყრილობა ჩაინიშნა.
რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნებია
ჩვენი კლუბის ღირსებას არავის გავათელინებთ: ჭიჭინაძე, კობახიძე, ნიჟარაძე… რაგბის კლანი?!
მორაგბეები უფულოდ: სარაგბო კლუბებში ხელფასებს არ რიცხავენ (ექსკლუზიური კომენტარები)
დღეს ვეტერანმა მორაგბეებმა სიმონ მაისურაძემ და ვიქტორ დიდებულიძემ პრესკონფერენცია გამართეს. ისინი აღნიშნევენ, რომ 10 მარტს ჩანიშნული არჩევნები არალეგიტიმურია და ბოლომდე გააგრძელებენ საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას.
“ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ. რაგბის ოჯახი ამას არ შეეგუება. ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა“, – ამბობს სიმონ მაისურაძე.
ირაკლი აბუსერიძეს ასევე მხარდაჭერას უცხადებენ საფრანგეთში მოღვაწე ლეგენდარული ქართველი მორაგბეები: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, გოდერძი შველიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი და სხვები. მათი განცხადებით, ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმური პრეზიდენტია და მას საქმის გაკეთება უნდა აცადონ.
“ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. 9 ნომერი გუნდის ღერძია და მასზეა რაგბის თამაში აწყობილი. მათ განსხვავებული ხედვები და აზრები აქვთ. არგენტინის ნაკრების ლეგენდარული 9 ნომერი აუგისტინ პიშო არგენტინის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ყველა ხედავს არგენტინამ რამხელა წარმატებას მიაღწია. ბერნარდ ლაპორტი ასევე 9 ნომერი იყო და აგერ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობს. ჰოდა, ვაცადოთ კლუბების უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქმის კეთება. მორაგბეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი”, – აცხადებენ ვეტერანები.
ვეტერან მორაგბეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს იოსებ ტყემალაძე. ბიზნესმენი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსა და გულშემატკივარს წინსვლა და ვაჩუქოთ ის სიხარული, რომელიც, მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გვაჩუქა. ჩემს კონკურენტებსაც ვთავაზობ თანამშრომლობას, თუმცა თუ ვინმე ძალადობასა და რაიმე ტყუილში იქნება, მათთან ვერ ვითანამშრომლებ. ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, შეიძლება, მენეჯმენტში ორჯერ მეტი ადამიანი გვჭირდებოდეს. ისედაც მწირი არჩევანი გვაქვს და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თანამშრომლობის საშუალებას გააქრობს. როგორც იცით, ფედერაციის პრეზიდენტის წინა არჩევნებზე ქვორუმი არ შედგა. მე მქონდა მხარდამჭერების 43 ხმა. 10 მარტს დაგეგმილი არჩევნებისთვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის 50%, რაც არის 37 ხმა. ჩემს ხმებს სხვა ხმებიც შემოემატება. მაყურებელი და გულშემატკივარი ჩემთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, რომელიც კლუბების წარმომადგენლებზე ზეწოლას, მათ შორის კლუბ “წიქარაზე”, ეხებოდა, სოსო ტყემალაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა.
რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა 10 მარტს 13:00 ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.
აბუსერიძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით, ახალი იდეებით მოდის და უნდა ვაცადოთ: ლევან დათუნაშვილი
ვიქტორ კოლელიშვილი: კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ – აბუსერიძე ლეგიტუმური პრეზიდენტია
GIPHY App Key not set. Please check settings