in

ვარ თუ არა საქართველოს გმირი? მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე…

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრებების მწვრთნელთა შეხვედრა შედგა, რომელსაც ტურნირის დებიუტანტის, საქართველოს ეროვნული გუნდის პირველკაცი ვილი სანიოლიც დაესწრო და ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა:

“ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. მით უმეტეს, როცა ასეთი რამ პირველად ხდება. ჩვენთვის ეს არის სიახლე და უზომოდ ბედნიერები ვართ, აქ რომ ვიმყოფებით. ეს იმის ნიშანია, რომ ვუახლოვდებით მაღალ დონეს. საქართველოში ამას რამდენიმე ათეული წელი ელოდნენ. მთელი ქვეყანა ზეიმობდა. ახალგაზრდებმა და მოხუცებმა ერთად აღნიშნეს ეს წარმატება. მომხდარი არასოდეს დამავიწყდება.

ვარ თუ არა ეროვნული გმირი? არა, მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი ფეხბურთელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა გახარებული სახეების ნახვა არის ჩემთვის ყველაზე მდიდი ჯილდო!

ჩვენი ამბიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის ბოლომდე გავაკეთოთ ყველაფერი. როცა მეტოქედ გვერგო საბერძნეთი, ჩვენ ვუთხარით საკუთარ თავს, რომ მათ მოგებული აქვთ ევროპის პირველობა, ჩვენ კი იქ არასოდეს გვითამაშია.

ჩემს ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ ფოკუსირებულები იყვნენ არა მოსალოდნელ შედეგზე, არამედ თამაშზე. მხოლოდ ასე შეიძლება გავხდეთ დიდი სიურპრიზების შემომქმედები”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

lelo.ge

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე ძირითადში დაბრუნდა

ვალენსია მამარდაშვილში რეალურ თანხას ითხოვს