in

ვარსკვლავები იმ კომპანიის ელჩები გახდნენ, რომელიც საკოლექციო ნივთებს აგროვებს

იარომირ იაგრი, უეინ გრეტცკი და პეტრ ჩეხი კომპანია Top Legends-თან ითანამშრომლებენ.

ისინი გახდნენ კომპანიის ელჩები, რომელიც სპორტის ლეგენდების საკოლექციო საგნების გაყიდვაზეა სპეციალიზებული. პირველი ნივთი გახდა გრეტცკის გამოსახულებიანი ბანკნოტი.

სამმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა პროექტი ლას ვეგასში წარადგინა. სტენლის თასის 4-გზის გამარჯვებულმა ჩეხეთის სახელმწიფო ტიპოგრაფიის მიერ დამზადებული ბანკნოტი აჩვენა.

სულ Top Legends შვიდ ბანკნოტს დაბეჭდავს, რომელიც უდიდეს ჰოკეისტებს მიეძღვნება, თუმცა კომპანია მარტო ამ სპორტით არ შემოიფარგლება: მომდევნო ნივთი მიეძღვნება 8-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს, მძლეოსან უსეინ ბოლტს. „ჩემთვის პატივია ვიყო ამ პროექტის ნაწილი“, – თქვა იამაიკელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ჯერ უვარსკვლავო გაფართოებული შემადგენლობა: როგორია ჩვენების გეგმა

მესხიდან კალაძემდე: საქართველოს ყველა დროის ნაკრები… უკრაინელებისგან