ალფრედო დი სტეფანო საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.
არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებების ყოფილმა ფორვარდმა პირველი ადგილი დაიკავა FourFourTwo-ის მიერ შედგენილ 32-კაციან რეიტინგში.
პირველ ათეულში მოხვდნენ:
- ალფრედო დი სტეფანო, არგენტინა/ესპანეთი.
- ჯორჯ ბესტი, ჩრდ ირლანდია.
- ლადისლაო კუბალა, ჩეხოსლოვაკია/უნგრეთი/ესპანეთი.
- ვალენტინო მაცოლა, იტალია.
- რაიან გიგზი, უელსი.
- ჯორჯ ვეა, ლიბერია.
- გუნარ ნორდალი, შვედეთი.
- ერიკ კანტონა, საფრანგეთი.
- დანკან ედვარდსი, ინგლისი.
- იან რაში, უელსი.
აღსანიშნავია, რომ 23-ე ადგილზე გავიდა კიევის „დინამოს“, „მილანისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი კახა კალაძე.
GIPHY App Key not set. Please check settings