მარკო ვან ბასტენმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე კარგი გოლი გაიტანა FourFourTwo-ის ვერსიით.
ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდის ეფექტური დარტყმა სსრკ-ს წინააღმდეგ ევრო 88-ის ფინალში პირველ ადგილზეა სიაში, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა შეადგინა.
რეიტინგის პირველ ნახევარში მოხვდნენ:
- მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), სსრკ-ს კარში ევრო-1988-ზე.
- რონი უილანი (ირლანდია), სსრკ-ს კარში ევრო-1988-ზე.
- დავორ შუკერი (ხორვატია), დანიის კარში ევრო-1996-ზე.
- პოლ გასქოინი (ინგლისი), შოტლანდიის კარში ევრო-1996-ზე.
- ტომას ბროლინი (შვედეთი), ინგლისის კარში ევრო-1992-ზე.
- კარელ პობორჟსკი (ჩეხეთი), პორტუგალიის კარში ევრო-1996-ზე.
- იონ იენსენი (დანია), გერმანიის კარში ევრო-1992-ზე.
- მიშელ პლატინი (საფრანგეთი), იუგოსლავიის კარში ევრო-1984-ზე.
- რეი უილკინსი (ინგლისი), ბელგიის კარში ევრო-1980-ზე.
- ჰელ რობსონ-კანუ (უელსი), ბელგიის კარში ევრო-2016-ზე.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), იტალიის კარში ევრო-2004-ზე.
- ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ესპანეთის კარში ევრო-2000-ზე.
- ჯერდან შექირი (შვეიცარია), პოლონეთის კარში ევრო-2016-ზე.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), საფრანგეთის კარში ევრო-2012-ზე.
- მანიშე (პორტუგალია), ნიდერლანდების კარში ევრო-2004-ზე.
- მარიო ბალოტელი (იტალია), გერმანიის კარში ევრო-2012-ზე
GIPHY App Key not set. Please check settings