in

ვამაყობ: მესიმ 800-ე გოლი გაიტანა, რონალდომ რეკორდები დაამყარა

ამ ხალხზე ცალკე უნდა ითქვას, ისეთებს აკეთებენ. მესიმ და რონალდომ უკვე დაწერეს მსოფლიო ისტორია, მაგრამ ჯერ კიდევ განაგრძობენ ასაკის მიუხედავად.

ლეო მესიმ ამხანაგურ შეხვედრაში პანამასთან (2:9) გოლი გაიტანა და ეს გახლავთ მისი 800-ე გოლი პროფესიულ კარიერაში.

კლუბში (პსჟ და „ბარსელონა“) მესიმ 701 გოლი შეაგდო, ხოლო არგენტინის ნაკრებში – 99.

კრიშტიანო რონალდომ კი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა. პორტუგალიის ნაკრების 38 წლის ფეხბურთელმა 197-ე შეხვედრა ჩაატარა ლიხტენშტეინის წინააღმდეგ. მან გადაასწრო ბადერ ალ-მუტვას ქუვეითიდან (დღეს თამაშობს ფილიპინებთან). ამასთან უნდა ითქვას , რომ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) ამ მიღწევას მალაიზიელ სონ ჩნ ანას უთვლის(219 ნატჩი).

„ვამაყობ, რომ ნაკრებში მატჩების მსოფლიო რეკორდსმენი გავხდი“ – დაწერა რონალდომ.

კრიშტიანო ზედიზედ 20 წელია იტანს ნაკრებში.
პირველად მან პორტუგალიის რიგებში გოლი 2004 წელს გაიტანა (საბერძნეთთან ევრო 2004-ზე) და მას შემდგე წელი არ ჩაუგდია.

ლიხტენშტეინი კი გახდა 47-ე ნაკრები, რომლისთვისაც კრიშტიანოს გოლი აქვს გატანილი.

რონალდოს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი აქვს გატანილი.
ლიხტენშეტეინთან ჯარიმიდან გატანილი მეორე გოლის გამო ის გახდა პირველი, ვისაც საერთაშორისო დონეზე 100 გოლი დაუგროვდა ოფიციალურ შეხვედრებში.
სულ კი რონალდოს 120 ზუსტი დარტყმა აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა დაიწყო: კრიშტიანომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჩემპიონმა წააგო

მიქაუატაძე მარტის ფეხბურთელია: გულშემატკივრებმა ქართველი დიდი უპირატესობით გამოარჩიეს