in

ვამაყობთ, რაც გავაკეთეთ: მომდევნო გზა კიდევ უფრო კარგი იქნება – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა. თავს ზემოთ ძალა აღარ არის და ესპანეთთან 1:4 წავაგეთ. მატჩი და ზოგადად ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა პრესკონფერენციაზე შეაჯამა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ევროპული ზღაპარი დასრულდა… დროებით: საქართველო ევრო 2024-ს ტოვებს ღირსებით, თავაწეული, საყოველთაო მოწონებით…

ვილი სანიოლი:

„ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რაც გავაკეთეთ.
დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი, ხოლო მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ყველანი უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიანვამა ყობ. იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ამ ჩემპიონატზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული კი ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით.

თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი იყო. VAR ძალიან კარგი გამოგონებაა, თუმცა ბოლომდე მაინც არ ვიცით, სწორად როგორ გამოვიყენოთ.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება, მეც. უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ფინალურ ეტაპზე კიდევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს ისევ მივცეთ შესაძლებლობა დიდ სტადიონებზე ისევ მოხვდნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს საოცარი თავგადასავალი იყო

ვიდეო/ფოტო: საქართველო რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა