გიორგი მამარდაშვილზე გასული სეზონის ბოლოს ხშირად იწერებოდა, რომ გუნდს დატოვებდა. ამის მიზეზი გარდა მისი კარგი თამაშისა და დაინტერესებული კლუბებისა, „ვალენსიას“ ფინანსური სირთულეები და ფულის საჭიროება იყო. ეს საქმე ზაფხულში არ გამოვიდა, ახლა კი ისევ აქტუალური გახდა და ესპანური პრესა უკვე გადაჭრით წერს, რომ „ვალენსია“ აპირებს ქართველ მეკარეს დაემშვიდობოს და ფული აიღოს.
ჩვენი მეკარის ფასი 30 მილიონია, მაგრამ ვალენსიური კლუბი 25 მილიონის მიღებას მაინც გეგმავს.
მოკლედ, ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მომავალ ზაფხულს პირველი ვისაც „ვალენსია“ შეელევა, მამარდაშვილია.
GIPHY App Key not set. Please check settings