in

ვალენსია მამარდას უშვებსო… შემცვლელიც მოუძებნიათ

Elgoldigital-მა “ვალენსიას” ქართველი ლეგიონერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფინანსური პრობლემების გამო გაყიდვას უპირებენ:

“ქართველი ამ სეზონში “ვალენსიასთვის” იშვიათი დადებითი სიახლეთაგანია, რამდენადაც თავი წარმოაჩინა, როგორც ლა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ.

კიდევ ერთ სეზონში ვალენსიურ გუნდში სპორტული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს. ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით სეზონის იმედის მომცემად დაწყების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა – ეკონომიკური კრიზისის გამო “ღამურებიდან” უკანა კარიდან გავიდა, ვინაიდან ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმება ვერ მოხერხდა. აი, რატომ გადაწყვიტეს მამარდაშვილის ვითარების გამოსწორების მიზნით გასხვისება.

მას შემდეგ, რაც
კლუბში პიტერ ლიმი მივიდა, პრობლემები არ დასრულდა. სინგაპურელმა ყველა საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდა, როგორც ჩანს, არაფერი არ შეიცვლება და მამარდაშვილი, რომელიც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, შეიძლება შემდეგი გახდეს, ვინც “ვალენსიას” დატოვებს. ამ მხრივ ის ერთადერთი არ არის. ფინანსური სიტუაცია იმდენად რთულია, რომ არ არის გამორიცხული, ფეხბურთელებმა ხელფასები ვერ აიღონ. ამის თაობაზე საუბრები იყო. გასასხვისებელთა შორის სხვა ფეხბურთელებიც სახელდება – უგო გილიამონი, ხოსე ლუის გაია და იუნუს მუსა, რომელთაც რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და შეიძლება მათი ტრანსფერებით “ვალენსიამ” ხაზინა დიდი თანხით შეავსოს.

მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა და ვალენსიური კლუბი შემცვლელად მზადაა ისეთი მეკარე მოიყვანოს, რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით დაბალია. ლაპარაკია კლუბის ლეგენდის, სანტიაგო კანისარესის შვილზე, ლუკას კანისარესზე. მას “რეალში” თამაში არ უწევს, გამოსავალს ეძებს და “ვალენსია” მზადაა შანსი მისცეს. ამის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი არსებობს, თუ მამარდაშვილი, რომელსაც კლუბთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს, გუნდს არ დატოვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, 20 წლის ლუკასი “სამეფო გუნდიდან” აიბარგება”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუბანოვა მოსკოვში არ ისრიალებს: რუსული შოუ არ იქნება

ნაპოლი ახლოსაა სრულყოფილებასთან, ხვიჩა კი ნამდვილი სენსაციაა: უეფა ჩვენიანზე წერს