in

ვალენსია (გა)დარჩა: როგორია მამარდას შეფასებები

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ქულა აიღო, 1:1 ითამაშა „ბეტისთან“ და რადგან კონკურენტებმაც ფრედ დაასრულეს თავიანთი შეხვერები, სტატუს ქვო შენარჩუნდა და „ვალენსიამ“ პრიმერაში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველივე წუთზე გაუშვა გოლი. აიოზე პერესი მამარდაშვილითან ერთი ერთზე გავიდა და დაბალ მარცხენა კუთხეში გაუტანა.

მე-7 წუთზე „ვალენსიას“ გოლი ვიდეორეფერიმ გაუუქმა, ხოლო 64-ე წუთზე ვალენსიელებს გამეორებამ პენალტიც წაართვა.
თუმცა, მალე ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.

38 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონშიც ლა ლიგაში ითამაშებს. ლიგიდან კი „ვალიადოლიდი“, „ესპანიოლი“ და „ელჩე“ გავარდნენ.

მამარდაშვილმა 2 სეივი შეასრულა, ხოლო მისი შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.7, Sofascore.com – 6.7, Whoscored.com – 6.4.

გიორგი მამარდაშვილმა აწ უკვე გასულ სეზონში შეუცვლელად ითამაშა, 45 გოლი გაუშვა, 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

ბეტისი – ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პერესი (1), 1:1 ლოპესი (71)
გაძევება: მუსა (81)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ გახდა კვარა საუკეთესო ფეხბურთელი

ნაპოლიმ სეზონი მოგებით დაასრულა: ხვიჩამ სრულად ითამაშა და იდენტურად შეაფასეს