levante-emv წერს, რომ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში „კასტელონთამ“ (1:2) და ლეგანესთან“ (0:0) „ვალენსიას“ პრობლემები წარმოჩინდა და გუნდის გასაძლიერებლად მწვრთნელს კარლოს კორბენარს მინიმუმ ექვსი ფეხბურთელით გაძლიერება სჭირდება – ორი მცველით, ორი ნახევარმცველით და ორი თავდამსხმელით.
საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, კორბენარმა კლუბის ხელმძღვანელობას ისევ მოსთხოვა გიორგი ჩაკვეტაძის დამატება.
GOL digital-ის ცნობით, „ღამურების“ რიგები შეიძლება ხავი გერამ დატოვოს, კონტრაქტები დიეგო ლოპესთან და სესარ ტარეგასთანაა გასახანგრძლივებელი და კლუბის გენერალური დირექტორი რონ გურლი „უოტფორდთან“ მოლაპარაკებებს ჩაკვეტაძის იჯარით აყვანაზე, მისი შემდგომი გამოსყიდვის თაობაზე დაიწყებს.
აღნიშნულია, რომ ქართველი ტექნიკით გამორჩეულია, სწორედ ასეთი შემტევია მათთვის აუცილებელი და ტრანსფერი სწრაფად განსახორციელებელია, ვინაიდან დრო არ ითმენს.
ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ სეზონში მიღებული ტრავმის გამო ჯერ სპარინგებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings