გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და პირველი ქულა მოიპოვა – 1:1. თუმცა მეტოქე 10 კაცით დარჩა (68-ე წუთიდან) და მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.
მე-4 ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
გოლი კი ზედ შესვენების წინ, პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გაუშვა. აიოზე პერესი საჯარიმოს ხაზთან დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და ზუსტად კუთხეში, მიუწვდომელ ადგილზე დაურტყა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო გატანა. 56-ე წუთზე სტუმართა შემტევმა ტიერნო ბარიმ ახლოდან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაურტყა, მაგრამ მამარდაშვილი გადაეღობა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.6, sofascore – 6.5, whoscored – 5.9.
ვალენსია – ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 დურო (24), 1:1 პერესი (45+3)
გაძევება: გუიე (68)
4 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 1 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.
მომდევნო ტურში 15 სექტემბერს მადრიდში „ატლეტიკოს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings