საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის ორგანიზაციამ მსოფლიო TOP 300 კლუბის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” 90.5 ქულით მსოფლიოში 199-ე ადგილს იკავებს. აჭარლები შარშან 206-ე ადგილს იკავებდნენ და ისინი 7 პოზიციით დაწინაურდნენ. დანარჩენი ქართული კლუბები 300-საუკეთესო გუნდს შორის არ არიან.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ რეიტინგში ბათუმის “დინამო” გერმანულ “ვოლფსბურგს”, “ფრაიბურგს”, “სელტას” და “ვალენსიას” უსწრებს.
პირველ ადგილს ლონდონის “ჩელსი” იკავებს. შემდეგ ბრაზილიური “პალმეირასი”, “ატლეტიკო მინეირო” და “მანჩესტერ სიტი” მოდიან. მადრიდის “რეალი” მეცხრეა, “ბარსელონა” კი მხოლოდ 33-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings