in

ვალენსიამ წააგო, მამარდას დაბალი შეფასებები აქვს, მაგრამ ტრავმას გადაურჩა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მე-16 ტურში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და წააგო – 0:1.

ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა (თასის შეხვედრაში როტაცია იყო).

დებიუტშივე სტუმრებმა ახლო მანძილიდან თავურით გაიტანეს.

29-ე წუთზე მამარდაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. საბედნიერიოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გიორგიმ თამაში გააგრძელა.

52-ე წუთზე, მეტოქესთან კინკლაობის გამო,  გააფრთხილეს.

შეფასებები დაბალია: Flashscore – 5.8; Sofascore – 6.5; Whoscored – 5.8.

ვალენსია – რაიო ვალეკანო
0:1 გოლი: სისი (7)

“ვალენსიამ” ზედიზედ მეორე თამაში წააგო და გასავარდნ ზონაში რჩება. 16 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-19 ადგილზეა.
თუმცა გავიხსენოთ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 დეკემბერს სტუმრად „ვალიადოლიდს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევიდა და… მიქაუტაძემ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა

კიტემ პასი გააკეთა, ბუდუს არ ჩაუთვალეს, ჩაკვე გადაიდო – ლეგიონერები