in

ვალენსიამ წააგო, მამარდა ბურთს არ შეხებია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მეშვიდე ტურში „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

32-ე წუთზე სტუმრების სწრაფი შეტევა კარლოს ფერნანდესმა გაიტანა. მან საჯარიმოში მცველი გააბითურა და ახლო მანძილიდან ძლიერად დაურტყა მამარდაშივლს.

„ვალენსიის“ მდგომარეობა ტაიმის ბოლოს დამძიმდა, 45-ე წუთზე მსაჯმა ამალას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და გაძევა.
მეორე ტაიში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ვალენსიამ“ ისე წააგო, რომ მამარდაშვილი ბურთს არც გაკარებია, მის ანგარიშზე სეივი არ არის. გიორგი ერთხელ გადახტა ბურთზე, როცა მცველისგან თავით დაგდებული აიღო.

„ვალენსია“ 8 ქულით მე-10 ადგილზეა და 1 ოქტომბერს სტუმრად „ბეტისს“ შეხვდება.

ვალენსია – სოსიედადი 0:1
გოლი: ფერნანდესი (32)
გაძევება: ამალა, 45.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრენბურთის ფედერაცია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით CEV მწვრთნელთა შეკრებაზე იმყოფებოდა

საზონოვის დებიუტი იტალიაში: ტორინომ წააგო