in

ვალენსიამ ქულა აიღო, მამარდამ ორ ეპიზოდში გადაარჩინა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ვილიარეალს“ უმასპინძლა და ქულა აიღო – 1:1.

„ვალენსია“ მძიმე მდგომარეობაშია და გადარჩენისთვის მოგებები სჭირდება, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან უეჭელი ეკუთვნოდა გამარჯვებაო, ვერ ვიტყვით. სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ და მათ შექმნეს მომენტები. უკვე მე-3 წუთზე მამარდაშვილი ძელმა იხსნა, მომდევნო ეპიზოდში კი ახლო მანძილიდან დარტყმული კარს ასცდა. მე-19 წუთზე გიორგიმ სახიფათო დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ისევ მოუწია ჩვენს მეკარეს საქმეში ჩართვა და გუნდის გადარჩენა. 62-ე წუთზე კი სტუმართა თავდამსხმელმა ჯექსონმა მეკარის საჯარიმოსთან მიიღი ბურთი და ძლიერი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა მამარდაშვილს.

„ვალენსიამ“ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში მოახერხა. ჯერ კავანის არ ჩაუთვალეს გოლი, მაგრამ მერე არეულობაში ლინომ კუთხიდან ზუსტად დაარტყა. მასპინძლებმა წამატებულ დროში ისევ გაიტანეს, მაგრამ ისევ თამაშგარე დააფიქსირეს ვიდეოგამეორებაზე.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ვალენსია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ესპანიოლსა“ (31) და „ხეტაფეს“ (31) ასწრებს, თუმცა ამ გუნდებს ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ.

მომდევნო ტურში „ვალენსია“ 14 მაისს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია – ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ჯექსონი (62), 1:1 ლინო (72)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ მესის აჯობა და მსოფლიოს ყველაზე ფულიანი სპორტსმენია

კრემონეზეს სენსაციამდე წამები დააკლდა: ლოჩოშვილი მაგარი იყო