მიჯრით მოგებების შემდეგ, „ვალენსია“ წინა ტურში დამუხრუჭდა მადრიდში „ატლეტიკოსთან“, ახლა კი ისევ დაიბრუნა 3 ქულის მოპოვების გემო, ოღონდ ეს მარტივად არ მოსულა.
23-ე ტურში „ვალენსიამ“ შინ ჯერაც მოუგებელ და განწირულ აუტსაიდერ „ალმერიას“ 2:1 მოუგო.
მამარდაშვილი ძირითადში იყო და მის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. უკვე მე-9 წუთზე მეტოქე ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში მარტო დარჩა გიორგისთან, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან ააცილა.
საპასუხოდ მასპინძლები გაიტანეს, გოლი დუროს ანგარიშზეა. საკმაოდ მალე მეორე ბურთი თავით უკრაინელმა იარემჩუკმა შეაგდო.
სტუმრებმა გოლი 29-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ VAR-ზე ნახვის შემდეგ გოლი გაუქმდა, თავდამსხმელს ბურთი ხელზე მოხვდაო. სანამ გოლის გატანამდე მივიდოდა ბურთი, მანამდე ის მამარდაშვილმა რთულ ვითარებაში მოიგერია.
მეორე ტაიმი „ალავესმა“ აქტიურად დაიწყო. მამარდაშვილმა ერთი დარტყმა მოიგერია, თუმცა მალე გაუშვა. არიბასმა ორი მეტრიდან გაუტანა, ოღონდ სტუმარს ორი ვალენსიელი მცველი ჰყავდა გვერდით და მაინც მისცეს გატანის საშუალება.
52-ე წუთზე გიორგი გამოსვლაზე შეცდა, საჯარიმოს ხაზთან ბურთს ვერ მიუსწრო, მეტოქემ დაასწრო ბურთზე თამაში, კარისკენ გაგზავნა კიდეც, მაგრამ ვალენსიელთა მცველმა მიასწრო და განმუხტა ვითარება.
მერე „ვალენსიამ“ პენალტი ვერ გაიტანა.
„ალმერიას“ კი ერთი შანსიც მიეცა, მაგრამ შემტევმა მამარდაშვილის კარს შორეულ კუთხეში ააცილა.
მამარდაშვილის თამაში საერთო ჯამში მაინც დადებითად შეაფასეს: sofascore – 7.1; flashscore – 7.1; whoscored – 6.7.
ვალენსია – ალმერია 2:1
გოლები: 1:0 დურო (14), 2:0 იარემჩუკი (23), 2:1 არიბასი (50)
გამოუყენებელი პენალტი: პეპელუ (62, ვალენსია)
გაძევება: ბაპტისტაო (90+3, ალმერია)
„ვალენსია“ 35 ქულით მე-7 ადგილზეა, ევროზონას 1 ქულაღა აშორებს, თუმცა კონკურენტებს ჯერ სათამაშო აქვთ. მორიგ ტურში 10 თებერვალს სტუმრად „ლას-პალმასს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings