in

ვალენსიამ მოიგო, მამარდამ კარი მშრალად შეინახა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, როგორც იქნა, მოიგო და ცოტა ხასიათზე მოვიდა. ვალენსიელები ბოლო ადგილზე მყოფ და უკვე განწირულ „ელჩეს“ ესტუმრნენ და პირველსავე ტაიმში გაუტანეს ორი გოლი – 2:0.

ქართველი მეკარე ბუნებრივია ძირითადში იყო და კარი მშრალად შეინახა. ისე, ჩვენს მეკარეს მაინც და მაინც ბევრი საქმე არც ჰქონია. ეს გიორგისთვის მე-6 უგოლო მატჩია.

„ვალენსიამ“ კი 12 მარტის შემდეგ პირველად მოიგო. ახლა გუნდს 30 ქულა აქვს და ისევ გასავარდნ ზონაშია, მე-17 ადგილზე. თუმცა მის წინ მყოფ „ალმერიასაც“ ასევე 30 ქულა აქვს. თავის მხრივ კი 2 ქულით უსწრებენ „ესპანიოლს“.

მომდევნო მატჩში „ვალენსია“ 27 აპრილს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და „ვალენსიას“ 5 ქულით უსწრებს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენული.

ელჩე – ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 ლინო (19), 0:2 ვერდუ (42, საკ. კარში)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეშვიდედ: ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

ვიდეო: შერმადინის ისტორიული შედეგი – მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 ათასია