ძალიან კარგი სტარტი გამოუვიდა ლა ლიგაში „ვალენსიას“. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა სტუმრად ევროპა ლიგის გამარჯვებული „სევილია“ დაამარცხა – 2:1. ამაში კი არის ქართველი მეკარის წვლილიც. წამატებულ დროში მამარდაშვილმა შესანიშნავი ნახტომით მოიგერია სუსოს შორეული დარტყმა.
რაც შეეხება გოლს, მცველებმა ენ ნესირი მარტო დატოვეს საჯარიმოში და მაროკოელმაც ახლო მანძილიდან, მეკარის ხაზიდან თავით გაუტანა მამარდაშვილს.
ისე კი, გიორგის ბევრი საქმე არც ჰქონია. სევილიელების სახიფათო დარტყმები ძირითადად კარს აცდა.
23-ე წუთზე მამარდამ იუსეფ ენ ნესირის დარტყმული ბურთი მოიგერია.
Flashscore.com-მა და Sofascore.com-მა მამარდაშვილს 6,8 დაუწერეს, ხოლო Whoscored.com-მა – 6,5.
„ვალენსიამ“ კი გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მასპინძლები უკვე 10 კაცით დარჩნენ (81-ე წუთზე მცველი ლოიკ ბადე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის).
მომდევნო შეხვედრას „ვალენსია“ 18 აგვისტოს შინ „ლას პალმასის“ წინააღდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings