in

ვალენსიამ მამარდაშვილზე წინადადება უარყო

„ვალენსიამ“ საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უარყო – ამტკიცებს ესპანური გამოცემა Fichajes-ი.

„საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ ეკონომიკური მდგომარეობა სატრანსფერო ბაზარზე მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტი ფინანსური მდგრადობის მიღწევა და კონკურენტუნარიანი გუნდის შენარჩუნებაა.

კორონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და დიდი ვალისა, რომელიც კლუბს აქვს, მათ უკვე უარყვეს რამდენიმე შეთავაზება ნახევარმცველ ხავი გერასა და მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. მიუხედავად ფინანსური საჭიროებისა, „ვალენსია“ მიღებულმა შეთავაზებებმა არ დააკმაყოფილა, რაც, კორონას თქმით, აჩვენებს კლუბის სურვილს, რომ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჩამოაყალიბოს.

თუმცა სპორტულმა დირექტორმა ასევე აღიარა, რომ, ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მზად არიან, გადახედონ თავიანთ პოზიციას. „ვალენსიის“ სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბმა მამარდაშვილის ტრანსფერზე ორი ოფიციალური შეთავაზება უარყო“, – წერს გამოცემა.

ამავე დროს, სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, „წითლებმა“ მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ მაინც დაიმატონ – მერსისაიდელები ქართველ მეკარეს ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებენ.

„შემიძლია, დავადასტურო ეს ამბავი. „ლივერპულს“ აქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტი გააფორმოს და შემდეგ იჯარით გაუშვას.

„ლივერპულმა“ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდა და მერე იჯარით პრემიერლიგის „ბორნმუთში“ მამარდაშვილის გაშვება, რომელსაც ალისონის პოტენციური შემცვლელად მოიაზრებენ. „ლივერპულს“ აქვს ეს შესაძლებლობა, ამიტომ ეს დიდწილად ინგლისელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია, ძებისაშვილი გავარდა

ვიდეო: ლევან შენგელია ოფი-ს ფეხბურთელია