in

ვალენსიამ კონკურენტს მოუგო, გაშვებული გოლი მამარდას ბრალია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო – 2:1.

ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო და გაშვებული გოლი მისი ბრალია. მე-40 წუთზე ჩვენიანმა ბურთი მოგერიების ნაცვლად ვითომ თანაგუნდელს დაუგორა, მაგრამ საჯარიმოს ხაზთან მეტოქემ ჩაჭრა და გაუტანა.

61-ე წუთზე მამარდამ მომენტი გაუვნებელყო, მერე სამ წუთში ისევ მოიგერია თავური დარტყმა.

შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.4, whoscored – 6.0.

ვალენსია – ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 ლოპესი (7), 1:1 ლატასა (40), 2:1 სადიკი (58)

„ვალენსია“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია 27 ქულით მე-16 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე დიდი ძარცვები ჩემპიონთა ლიგაზე: აქ ხვიჩას პსჟ-ცაა

უოტფორდმა კონკურენტთან წააგო, ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა