in

ვალენსიამ ისევ წააგო და რთულ ვითარებაშია: მამარდაშვილს ორჯერ გაუტანეს – მსაჯმა პენალტი არაო

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” ისევ წააგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე საკმაოდ რთულ ვითარებაშია. ვალენსიელებმა ბოლო დროს გამოკეთებულ “სევილიას” უმასპინძლეს და 0:2 დათმეს.

29-ე ტურის შეხვედრა ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.

პირველ ტაიმში „სევილიას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კარის წინ ოკამპოსი დარჩა, მაგრამ მამარდაშვილი დროულად გამოვიდა და მეტოქის დარტყმული კი კარს ასცდა.

შესვენების შემდეგ „სევილიამ“ ანგარიში მალევე გახსნა. 55-ე წუთზე, ჯარიმის გათამაშების შემდეგ „ვალენსიის“ დაცვა შეცდა (ტრადიციულად), ლოიკ ბადე კი საჭირო დროს საჭირო ადგილას გაჩნდა, მამარდაშვილსაც დაასწრო და ზუსტად დაარტყა – 1:0.

ამის შემდეგ „ვალენსიამ“ შეუტია. მე-60 წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში „სევილიას“ ფეხბურთელს მოხვდა, მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი არ დანიშვა.

75-ე წუთზე “კი”ვალენსიამ” ისევ აქეთ გაუშვა. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა სუსომ დაასრულა.

29 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 27 ქულით გასავარდ ზონაში, მე-18 ადგილზეა და მძიმე მდგომარეობაშია. შემდეგი თამაში გუნდს 23 აპრილს სტუმრად ბოლოადგილოსან და უკვე განწირულ “‘”ელჩესთან”‘” უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფემ ბასკონია ბრძოლაში დაამარცხა: შერმადინი ისევ MVP-ია

კვარა ევროპის დონის მეპასეა: ხვიჩაზე წინ მარტო მესი და დე ბრუინი არიან