in

ვალენსიამ ატლეტიკოსთან წააგო: მამარდას სამი გაუტანეს და დაბალი შეფასება დაუწერეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ჩემპიონატის 25-ე ტურში შინ ერთ-ერთ ლიდერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდა და რა თქმა უნდა წააგო – 0:3.

მადრიდელებმა მალევე მოათავეს საქმე, როდესაც ხულიან ალვარესის დუბლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითადში იყო და ბავშვური შეცდომების მქონე დაცვის გამო გუნდს ვერ უშველა. არგენტინელმა ჩვენს მეკარეს ორივე გოლი მეკარის საჯარიმოს სიახლოვიდან გაუტანა, მეორე თავით.
მატჩის მიწურულს მესამე გოლი კი ანხელ კორეამ ძლიერი და ქვედა მარცხენა კუთხეში ეფექტური დარტყმით შეაგდო.

მამარდაშვილს სეივი არ ჰქონია, ბურთი ან სცდებოდა კარს ან კარიდან გამოჰქონდა. შეფასებები შესაბამისად დაბალია: Flashscore – 5.2; Sofascore – 6.0; Whoscored – 5.4.

ვალენსია – ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 ალვარესი (12), 0:2 ალვარესი (30), 0:3 კორეა (86)

25 ტურის შემდეგ 23 ქულით „ვალენსია“ მე-18 ადგილზეა და 3 მარტს პამპლონაში „ოსასუნას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადახალისებული საქართველო ბელგრადშია: წაგება-მოგება სულერთია

ზურიკომ ორი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ სენტ ეტიენმა მოგება ხელიდან გაუშვა