გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩიც წააგო (ზედიზედ მეოთხე მარცხი) საშინაო არენაზე ბილბაოს „ატლეტიკთან“ – 1:2. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა წასაგები თამაში. ვალენსიელებმა შეტევაში საკმაოდ მომენტები შექმნეს, მაგრამ მშვენივრად თამაშობდა სტუმართა მეკარე, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი.
სამწუხაროდ, თავისი გუნდის გადარჩენა ამჯერად ვერ მოახერხა გიორგი მამარდაშვილმა. 31-ე წუთზე სოლო რეიდით მასპინძელთა საჯარიმოში ნიკო უილიამსი შევიდა, გიორგი მის შესახვედრად გამოვიდა, ფორვარდმა კი მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა და ანგარიში ასე გათანაბრდა.
72-ე წუთზე „ატლეტიკი“ წინ გავიდა. ინიაკი უილიამსის პასით სანსეტი ძალიან ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა, ახლო მანძილიდან ხელს არავინ უშლიდა და გიორგისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგდო.
„ვალენსიამ“ კიდევ ერთი წაგებით საქმე ძალიან გაირთულა: გუნდი 20 ქულით გასავარდნ ზონაში ჩაეშვა. ვალენსიელები 2 ქულით უსწრებენ „ხეტაფეს“, რომელიც ტურის მატჩს დღეს თამაშობს, ხოლო 20 თებერვალს სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს მადრიდში.
GIPHY App Key not set. Please check settings