ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და „ულსან ჰიუნდაის“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა კონკურენტ „სეულთან“. შესაბამისად მისი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მე-13 ტურის MVP ვაკოა, რომელმაც მოედანზე ვითარება შეცვალა“, – ასე გამოეხმაურა „ულსანის“ ოფიციალური გვერდი ჩვენიანის აღიარებას.
ცხადია ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
30 წლის ქართველმა შემტევმა ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ხუთი გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings