საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვლი კორეის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია და ქართველი შემტევი “ულსან ჰიუნდაის” შემადგენლობაში შთამბეჭდავ მატჩებს ატარებს.
კორეის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში ვაკოს “ულსან ჰიუნდაი” “განგვონს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ვაკო ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქის მცველებს დრიბლინგებით დიდ პრობლემებს უქმნიდა. ქართველ ფეხბურთელს ეს გარჯა დაუფასდა და 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
23 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
GIPHY App Key not set. Please check settings