ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში გაიტანა და „ულსან ჰიუნდაის“ საშინაო შეხვედრაში „გუანჯუსთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.
ყაზაიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. „გუანჯოუმ“ ამის შემდეგ ანგარიში გახსნა (82- წუთზე).
დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, „ულსანმა“ თამაში გადაარჩინა. 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და სუსტად დაარტყა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.
10 ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა 25 ქულა დააგროვა, ლიდერია და „სეულს“ 6 ქულით ასწრებს.
„შახტარის“ ძირითადში იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლის გუნდმა სტუმრად 3:1 დაამარცხა „კოლოსი“. ქართველი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ძირითადში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს (68-ე წუთზე) საბა ლობჟანიძე, რომლის „ქარაგიუმრუქი“ 0:1 დამარცხდა „ანთალიასთან“.
კვიპროსში „ანორთოსისმა“ სტუმრად 5:0 გაანადგურა „დოქსა“ გიორგი ებრალიძემ 73-ე წუთიდან ითამაშა, გიორგი ლორია ტრავმირებულია.
არ უთამაშია და თადარიგში დარჩა ბუდუ ზივზივაძე, რომლის „კარლსრუე“ გასვლაზე 2:3 დამარცხდა დიუსელდორფის „ფორტუნასთან“.
სერბეთის უკვე ჩემპიონმა ირაკლი აზაროვმა საგოლე პასი გააკეთა, ყვითელი ბარათი მიიღო და შეუცვლელად ითამაშა „ჩუკარიჩკასთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში.
პოლონეთში „ლეხი“ შინ „გურნიკთან“ დამარცხდა 0:1. ნიკა კვეკვესკირმა 73-ე წუთამდე ითამაშა (6.9), წიტაიშვილი განაცხადში არ ყოფილა.
GIPHY App Key not set. Please check settings