in

ექსპერიმენტები არ იქნება: ვილი სანიოლი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა მტკ ბუდაპეშტის 27 წლის მცველმა, ილია ბერიაშვილმა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.

ვილი სანიოლი:

„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.

ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს.

მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ.“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრები სოფიაშია, დღეს პრესკონფერენციაა

გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ: კიტეიშვილი