in

ექსკურსიაზე რონალდოსთან: როგორ ცხოვრობს და რამდენს შოულობს კრიშტიანო

1985 წლის 5 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში, დაიბადა   კრიშტიანო რონალდო. სიღარიბისა და ოჯახში რთული სიტუაციის გამო,   შეიძლებოდა დედამიწაზე ვარსკვლავი არც ჩამოვარდნილიყო.  

სასკოლო ასაკიდან, რთული პერიოდის მიუხედავად, რონალდომ (რომლის მეტსახელი რონალდ რეიგანის საპატივსაცემოდ მამამ დაარქვა) მიზნად დაისახა ფეხბურთელობა და 8 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს  ანდორინას საფეხბურთო აკადემიაში, საიდანაც იწყება ისტორია სიღარიბიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სპორტსმენამდე.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 20 წლის განმავლობაში მესისთან ერთად ეპოქა შექმნა, უამრავი რეკორდი დაამხო და გახდა ისტორიაში საუკეთესო მეგოლე. იგი გახდა წარმატებული არა მარტო სპორტში, არამედ ბიზნესშიც, მან შექმნა საკუთარი ბიზნეს იმპერია.

რამდენი აქვს რონალდოს ანაზღაურება?

ბოლო მონაცემებით, რონალდოს ქონება 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. არც ერთ სპორტსმენს ამაზე მეტი არ გამოუმუშავებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მის უკან არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია, რომლის ქონებაც 1,1 მილიარდს შეადგენს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კრიშტიანოს ხელფასი წელიწადში 30 მილიონ ევროს არ ჩამოუვარდება, მაგრამ მთავარი შემოსავალი, რა თქმა უნდა,  ფეხბურთიდან არ არის. Forbes-ის მონაცემებით, 2021 წელს რონალდომ 125 მილიონი დოლარი გამოიმუშავა: კლუბში ხელფასს სხვადასხვა პრემიები და სარეკლამო კონტრაქტები დაემატა (დაახლოებით 60 მილიონი დოლარი).

კრიშტიანო ყველაზე მეტს, 23 მილიონს დოლარს NIKE-დან იღებს. ის ასევე მუშაობს Clear, EA Sports, PokerStars, Armani, Herbalife და Castrol-თან. სპონსორობის კონტრაქტების შთამბეჭდავი სია ხელს არ უშლის რონალდოს საკუთარი პროექტების განვითარებაში: CR7 ბრენდის ქვეშ ის აწარმოებს მამაკაცის საცვლებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათვალეებსა და სუნამოებს. Crunch-თან ერთად პორტუგალიელმა შექმნა ფიტნეს-კლუბები – უკვე 15-ზე მეტია მთელ მსოფლიოში.

რონალდოსთვის დამატებით შემოსავალი მოაქვს სასტუმროებს Pestana CR7. პირველი მადეირაზე გაიხსნა. მას სასტუმროები ასევე აქვს ნიუ-იორკში, მარაკეშში (მაროკო), ლისაბონსა და მადრიდში. საინტერესო შემთხვევაა – თმის გადანერგვის კლინიკა, რომელცი ასევე რონალდოს ქონებას მიეკუთვნება.

ბინა ნიუ-იორკში, ვილა მანჩესტერში და სახლი მადრიდის ელიტარულ უბანში

ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელსაც კრიშტიანო ფლობს. მათი  ღირებულება 40 მილიონ ფუნტზე მეტია. პორტუგალიელი ამჟამად ოჯახთან ერთად მანჩესტერთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს – ის 3,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კრიშტიანოს ახალი სახლი ოდნავ პატარაა, მაგრამ მას აქვს ყველაფერი: შესანიშნავი სპორტული დარბაზი, კინოთეატრი, რამდენიმე აუზი, ოთხი მანქანის ავტოფარეხი და პატარა აუზი, რომელიც სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშაა.


4 წლის წინ მადრიდის “რეალიდან” წასვლის მიუხედავად, რონალდოს ჯერ კიდევ არ გაუყიდია თავისი თითქმის 5-მილიონიანი სასახლე მადრიდის ელიტარულ უბანში, ლა ფინკაში. სახლი, არც მეტი არც ნაკლები, ერთი კვადრატული კილომეტრია.

„როდესაც ეს სახლი დავინახე, უბრალოდ გავშეშდი. ერთხელ იქ დავიკარგე, როცა სამზარეულოში გავედი! საძინებელში დასაბრუნებლად ნახევარი საათი დამჭირდა. მე არ ვარ მიჩვეული ასეთ დიდ ოთახებს, რადგან ბავშვობიდან ვცხოვრობ პატარა ბინებში“, – ამბობს კრიშტიანოს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი ავტობიოგრაფიულ ფილმში „მე – ჯორჯინა“.

რონალდოს ასევე აქვს ბინა ნიუ-იორკში, Trump Tower-ში. ჭორების მიხედვით, ეს პორტუგალიელის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა. კრიშტიანომ ბინა 2015 წელს 18,5 მილიონ დოლარად შეიძინა. ძვირადღირებულ აპარტამენტებს აქვს სამი საძინებელი, ორი მისაღები და რამდენიმე სველი წერტილი, მაგრამ რაც მთავარია – ულამაზესი ხედი ნიუ-იორკზე. 2021 წელს რონალდომ ბინა საგრძნობლად დაბალ ფასად (დაახლოებით 8 მილიონი დოლარი) გასაყიდად გაიტანა.

სამშობლოში კი კრიშტიანო ფლობს შთამბეჭდავ შვიდსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს, რომელშიც  რონალდოს ნათესავები ცხოვრობენ. “მადეირას” ღირებულება 7 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

რონალდოს ასევე აქვს კონორ მაგრეგორი მეზობლად დასასვენებელი სახლი მარბელაში.

მას დარჩა სახლი ტურინშიც „იუვენტუსის“ დროიდან. კიდევ ორი ბინა აქვს ლისაბონში. 2019 წელს, ჟურნალისტების თქმით, ერთი სახლი პეპეს მიყიდა, თუმცა ქონება მაინც რონალდოს სახელზე ფიქსირდება.

ძალიან საინტერესო დაბანდებაა – პორტუგალიაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე სასახლე მოხუცთათვის, რომლის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.ამ ობიექტის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ ეს კრიშტიანოს ინვესტიციაა, სხვები კი ამბობენ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რონალდო სწორედ აქ აპირებს გადასვლას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა: ლატვიელები ტრაგედიას გადაურჩნენ

სამტრედიას შაშიაშვილი გაწვრთნის