მაგარი ამბავი გულშემატკივრებისთვის. Sport4me.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 11 ნოემბერს, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საქართველო-შვედეთის მატჩს კოვიდ რეგულაციების დაცვით გულშემატკივრები დაესწრება. მოედანი ქომაგებით 33%-ით შეივსება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთის გარდა, უნდა წარადგინონ კოვიდ საბუთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის საბუთი.
ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს 15 სექტემბერს, გორში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველო და უზბეკეთი შეხვდებიან ერთმანეთს.
დებიუტანტი მეკარე:სანიოლმა განაცხადი გამოაქვეყნა
შვედეთის ნაკრებს 6 მატჩის შემდეგ 15 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. საქართველო კი, 4 ქულით მეოთხეა.
GIPHY App Key not set. Please check settings