ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი – ერლინგ ჰოლანდის ცრემლები და ჩახუტება მეგობარ გოგონასთან. დაჯილდოების შემდეგ ფეხბურთელი იზაბელ იოჰანსონს კოცნიდა, რომლებიც ნორვეგიის დროშას ამოეფარნენ.
ჰოლანდი არ აფიშირებს პირად ცხოვრებას, მაგრამ მის მეგობარზე რაღაცეები მაინც გახდა ცნობილი.
ერთმანეთი ჰოლანდის პირველი გუნდის „ბრიუნეს“ აკადემიაში გაიცნეს. იზაბელიც თამაშობდა ფეხბურთს. სურდა კიდეც პროფესიული კარიერა.
საკმაო ხანი ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ ფრენზონიდან გამოვიდნენ. გოგონა რამდენჯერმე ნახეს დორტმუნდის „ბორუსიას“ მატჩებზეც ჰოლანდის ოჯახთან ერთად.
ინგლისში კი უკვე ერლინგთან ერთად გადავიდა.
გოგო 4 წლით უმცროსია, 19-ის ახლახან გახდა. ის ამჟამად მანჩესტერის ბუტიკში მუშაობს.
იზაბელსაც არ აქვს სოცქსელები. სანამ ყატარში მუნდიალი მიდიოდა, ჰოლანდი მარბელაში ისვენებდა. სწორედ იქ ნახეს პირველად იზაბელთან ერთად.
ამის მერე აღარ მალავდნენ ურთიერთობას. პრემიერლიგაში მოგების აღსანიშნავ დახურულ წვეულებაზე ერთნაირად ჩაცმულები მივიდნენ.
ოფიციალურ დაჯილდოებაზეც ერთად იყვნენ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ჰოლანდის მამასთან ერთად მივიდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ რა იყო, კი იცით.
და იყვნენ ყურადღების ცენტრში.
GIPHY App Key not set. Please check settings